წესები და პირობები

  სამომხმარებლო შეთანხმება

მოგესალმებით შპს „ნავნე“-ს ს/კ 401957218 ვებ გვერდზე. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის www.navne.ge - ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.

ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ შევეცდებით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, ამიტომ გთხოვთ პერიოდაულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.

ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.

ჩვენი მომსახურება 

Navne.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე  ვებ გვერდის  საშუალებით შეიძინოს  წარმოდგენილი  პროდუქცია   და მიიღოს შეძენილი ნივთი საკუთარ მისამართზე.

navne.ge - ს ელექტრონულ მაღაზიასთან ერთად ფუნქციონირებს რეალური მაღაზიები, სადაც მომხმარებელს ადგილზე შეუძლია შეიძინოს საიტზე განთავსებული ნივთების განსაზღვრული ასორტიმენტი, თუმცა,გაითვალისწინეთ, რომ ნავნეს საიტზე განთავსებული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ჩანთების კოლექცია ხშირ შემთხვევაში არის ექსკლუზიური და მათ ჩვენივე მაღაზიათა ქსელში ვერ შეიძენთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ მაღაზია არის ინდივიდუალური გაყიდვების პლათფორმა და მასზე შეძენილი ნივთების გადაცვლა, "ნავნე"-ს მაღაზიათა ქსელში არსებულ პროდუქციაზე, დაუშვებელია.

გამომდინარე აუთლეტის სპეციფიკიდან და ნივთების შეზღუდული რაოდენობიდან, თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ  იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ  ვებ გვერდზე  სხვა დარეგისტრირებული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს navne.ge - დან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.

navne.ge  არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ შეძენის მომენტამდე,  გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ navne.ge - ის ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად. 

თქვენი  ანგარიში და  პროფილი 

navne.ge - ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა, თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი, შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით navne.ge - ზე ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი ანგარიშის გამოყენებით.

უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი navne.ge - ის ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.


ანგარიშსწორება

ხელმისაწვდომი გადახდის საშუალებები:

navne.ge - ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa და Mastercard ბარათის მეშვეობით.

როდის შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია ონლაინ მაღაზიაზე

საიტიდან პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, მათ შორის დღესასწაულებზე*, 24 საათის განმავლობაში. 

როგორ შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიაზე

საიტიდან პროდუქტის საყიდლად საჭიროა მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და მისამართი ჩვენს საიტზე. ბარათის გადახდის შემთხვევაში მონაცემები უნდა შეიყვანოთ ბანკის გვერდზე, რომელზეც გადახვალთ გადახდის გვერდიდან. 

 

 ტრანსპორტირება

ტრანსპორტირების არეალი

ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სოფლების ჩათვლით. მიტანის სერვისს ახორციელებს საკურიერო კომპანია.

ტრანსპორტირების ფასი

ამ ეტაპზე, აქციის ფარგლებში, 50 ლარს ზევით ღირებულების ნებისმიერი პროდუქტის/პროდუქტების მიტანა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფასოა!

50 ლარს ქვევით შეძენილი ნებისმიერი შეკვეთის მიტანის საფასური, საქართველოს მასშტაბით,  შეადგენს 5 ლარს.

*გთხოვთ გაითვალისწინეთ: აქციის პერიოდში განხორციელებული შეკვეთების ჩაბარება,  შეიძლება დაგვიანდეს 1-2 სამუშაო დღით!

 

ტრანსპორტირების სისწრაფე

ტრანსპორტირების ვადა დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართზე და შეკვეთის გაკეთების დროზე.


ტრანსპორტირება თბილისში: 

შეკვეთის ღირებულება

მიწოდების ღირებულება

შეკვეთები 16:00 საათამდე 

შეკვეთები 16:00 საათის შემდეგ 

50₾-მდე

5₾

მიწოდება მოხდება 2 სამუშაო დღეში

მიწოდება მოხდება 3 სამუშაო დღეში

50+

უფასო

მიწოდება მოხდება 2 სამუშაო დღეში

მიწოდება მოხდება 3 სამუშაო დღეში

ტრანსპორტირება რეგიონებში:

შეკვეთის ღირებულება

 მიწოდების ღირებულება

შეკვეთები 16:00 საათამდე

შეკვეთები 16:00 საათის შემდეგ

50₾-მდე

5 ₾-დან*

მიწოდება მოხდება 3 სამუშაო დღეში

მიწოდება მოხდება 3-4 სამუშაო დღეში

50₾+

უფასო**

მიწოდება მოხდება 3 სამუშაო დღეში

მიწოდება მოხდება 3-4 სამუშაო დღეში

 
* 50 ლარამდე ღირებულების შეკვეთებზე მიწოდების ხარჯებს დაფარავს მომხმარებელი. მიწოდების საფასური დამოკიდებულია ამანათის წონაზე. 

** 50 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთების ხარჯებს დაფარავს კომპანია " ნავნე".


თბილისშიც და რეგიონებშიც შეკვეთის ჩაბარება ხდება, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე. 
კვირას დარეგისტრირებული შეკვეთები ადრესატთან მივა სამშაბათს. 



პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

navne.ge ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას თქვენ ირჩევთ ნივთის ადგილიდან გატანას, ან საკურიერო კომპანიას, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე, navne.ge - ს პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე.


ონლაინ შეძენილი პროდუქტის გადაცვლა/დაბრუნება

  1. პროდუქტის გადაცვლა/დაბრუნებისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ ონლაინ ჩატის მეშვეობით ან ცხელ ხაზზე (032) 2 64 60 60. 
  2. ნივთის გადაცვლა/დაბრუნებაზე სატელეფონო ან ონლაინ დასტურის შემდეგ, უნდა გამოგვიგზავნოთ პროდუქტი საკურიერო კომპანიის საშუალებით ან მოიტანოთ შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი 39, ნავნეს შოურუმი.
  3. პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მისი ადგილზე მიღების დღიდან 3 დღის განმავლობაში(პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
  4. გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებელი სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
  5. ჰიგიენიდან გამომდინარე თავის მოვლა/დეკორატიული კოსმეტიკის ნივთების, კოლგოტების, თმის სამაგრის, საცუროა კოსტუმის, თეთრეულის და საცვლების გაცვლა/დაბრუნება არ არის შესაძლებელი!
  6. მაღაზიისგან განსხვავებით ონლაინ შეძენილი ფასდაკლებული პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია.
  7. შეძენილ პროდუქციაზე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გაცვლა/დაბრუნების  ვადა განისაზღვრება პროდუქციის მიღებიდან 3 დღით (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
  8. გაცვლა/დაბრუნებისთვის საჭიროა მოგვაწოდოთ მიღებული ინვოისი,  ნივთის დაზიანების ფოტოები და განმარტება ლაივ ჩატის მეშვეობით, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე (ო32) 2 64 60 60.  ნავნეს მხრიდან დაბრუნება/გაცვლის დადასტურების შემდეგ შეგიძლიათ დააბრუნოთ ან გაცვალოთ  ნივთი 3 სამუშაო დღეში.
  9. დაბრუნების შემთხვევაში, პროდუქციის თანხას დაიბრუნებთ ნავნეს მხრიდან საკითხის დადასტურების შემდეგ 5 სამუშაო დღეში.
  10. "ნავნე"-ს ონლაინ მაღაზიაში შეძენილი ნივთის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ მაღაზიის პროდუქციაში და არა "ნავნე"-ს ქსელის სხვა მაღაზიებში.