წესები და გამოყენების პირობები

  1. ზოგადი ინფორმაცია
    Navne.ge (შემდგომში – ”საიტი Navne”) საიტის გამოყენებით, რომლის მხარდაჭერას ახორციელებს შპს ”ნავნე” (შემდგომში აქ – ”Navne” ან ”კომპანია”), მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე გამოყენების პირობებს. Navne იტოვებს უფლებას ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე შეცვალოს გამოყენების წინამდებარე პირობები. მომხმარებელი ვალდებულია საიტის გამოყენებისას, ყოველ ჯერზე, შეამოწმოს გამოყენების წინამდებარე პირობები, მასში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ მომხმარებელი იყენებს საიტს გამოყენების წინამდებარე პირობების შეცვლის შემდეგ, ეს განიხილება როგორც განხორციელებული ცვლილებების დასტური.
  2. გამოყენების შეზღუდვა
    საიტ Navne-ს შინაარსს იცავს საქართველოს კანონმდებლობა საავტორო უფლებების შესახებ, და აგრეთვე, გამოყენების შემთხვევაში, სხვა ქვეყნების კანონები საავტორო უფლებების შესახებ. მოცემულ დოკუმენტში მითითებული შემთხვევების გარდა, საიტ Navne-ს არც ერთი მასალა არ შეიძლება გამოყენებულ, გამრავლებულ, ტირაჟირებულ, გადაბეჭდილ, ჩატვირთულ ან გამოყენებულ იქნას სადმე დემონსტრირების, სარეკლამო განცხადების ან რაიმე სხვა სახით. ამასთანავე, მომხმარებელს შეუძლია ჩამოტვირთოს მასალები საკუთარი, არაკომერციული მოთხოვნებისათვის. მომხმარებელს აგრეთვე შეუძლია ჩამოტვირთოს მასალები იმ რუბრიკებიდან, რომლებიც შეიცავს სპეციალურ შეტყობინებებას იმის შესახებ, რომ მასალები განკუთვნილია თავისუფალი მოხმარებისათვის. სხვა შემთხვევებში, მომხმარებელს არ შეუძლია გამოიყენოს საიტ Navne-დან ჩამოტვირთული მასალები კომერციული მიზნებისათვის. მოცემული პირობების მიღებით, მომხმარებელი იძლევა დასტურს დაიცვას საავტორო უფლებები საიტის იმ მასალებთან დაკავშირებით, რომლებსაც ტვირთავს. საიტის მასალების ცვლილება ან მასალების გამოყენება წინამდებარე მუხლში (2) მითითებული მიზნებისაგან განსხვავებული და დაშვებული მიზნებით, წარმოადგენს Navne-ს საავტორო უფლებების ან მესამე პირების საავტორო უფლებების დარღვევას.
  3. სავარაუდო აუდიტორია
    Navne არ იძლევა გარანტიას, რომ ამ საიტზე წარმოდგენილი მასალები აქტუალურია სხვა ქვეყნებისათვის და შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუ თქვენ სხვა ქვეყანაში ყოფნისას სტუმრობთ ამ საიტს, თქვენ მოქმედებთ საკუთარი ინიციატივით და ეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობას.
  4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
    საიტი Navne წარმოდგენილია ყოველგვარი გარანტიების გარეშე მის, აშკარად გამოხატულ ან სავარაუდო, შინაარსთან დაკავშირებით, საიტ Navne-ს შინაარსის გამოყენების გამოსადეგობის გარანტიების ჩათვლით, და არა მარტო. Navne არ იძლევა Navne-ს საიტზე განთავსებული ან ამ საიტის მეშვეობით ხელმისაწვდომი მასალების სიზუსტის, ნამდვილობის, აქტუალობის ან სისრულის გარანტიას. Navne-ს საიტზე განთავსებული მინიშნებებით გადასვლა სხვა საიტზე და მასზე განთავსებული მასალების გამოყენება ხორციელდება მომხმარებლის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობით. Navne აგრეთვე არ იძლევა საიტ Navne-ს რეგულარული და მუდმივი ხელმისაწვდომობის, შეცდომების, ვირუსების და სხვა მავნე კომპონენტების არარსებობის გარანტიას. არავითარი გარემოებებისას Navne არ აგებს პასუხს Navne-ს საიტის გამოყენების ან გამოყენების შეუძლებლობით გამოწვეულ პირდაპირ ან ირიბ ზიანზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Navne ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი გაფრთხილებული იყვნენ ამგვარი ზიანის შესახებ.
    თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ნორმები, რომლებიც კრძალავს სრულად ან ნაწილობრივ, პასუხისმგებლობის შეზღუდვას, ამ შემთხვევაში მოცემული პუნქტის (4) მუხლები არ უნდა იყოს გამოყენებული.
  5. ჰიპერმინიშნებები სხვა საიტებზე და ჰიპერმინიშნებები სხვა საიტებიდან
    Navne არ აგებს პასუხს იმ საიტებზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე, უტყუარობასა ან ხელმისაწვდომობაზე, რომლებზეც მიუთითებს Navne-ს საიტი ან პირიქით, რომლებიდანაც მინიშნება კეთდება Navne-ს საიტზე. Navne არ იძლევა რეკომენდაციებს პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით, და აგრეთვე არ ადასტურებს მესამე მხარეების საიტებზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეს და ნამდვილობას. Navne არ არის პასუხიმგებელი იმ ინფორმაციის უსაფრთხოებაზე (საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, და არა მხოლოდ), რომელსაც მომხმარებელი მიაწვდის მესამე პირებს.
  6. ზიანის ანაზღაურება
    მომხმარებლის მიერ წინამდებარე მოხმარების პირობების ან მესამე პირების უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს პრეტენზიებსა და მოთხოვნებს კომპანიის მისამართით, მომხმარებელი გარანტიას იძლევა აუნაზღაუროს Navne-ს მიყენებული ზიანი.
  7. სხვა
    წინამდებარე მოხმარების პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მომხმარებელი თანახმაა, რომ წინამდებარე მოხმარების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი სარჩელი გადაეცეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასამართლო ინსტანციას. მომხმარებელი თანახმაა სასამართლო დავის წარმოშობისას, რომლის დროსაც მომხმარებელი იქნება მხარე, დაექვემდებაროს საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას. თუ წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე პირობას არ გააჩნია იურიდიული ძალა, ეს პირობა გამოირიცხება მისგან და ეს არ იმოქმედებს დოკუმენტის სხვა დებულებების კანონიერებაზე.
0
Connecting
გთხოვთ დაიცადოთ...
წერილის გაგზავნა

ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია. დატოვეთ შეტყობინება, ჩვენ მალე გიპასუხებთ.

სახელი
* ელ.ფოსტა
* წერილი
ჩატის დაწყება

გჭირდება დახმარება? დაზოგე დრო და გვკითხე ონლაინ.

* სახელი
Online დახმარება
შთაბეჭდილება

დაგვეხმარეთ სერვისის გაუმჯობესებაში. დაგვიტოვეთ შტაბეჭდილება.

შეაფასეთ მომსახურება :)